GACAP

GACAP

GACAP

Association



ჩვენს შესახებ

საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის ასოციაცია დაარდსა 2019 წლის დასაწყისში ავსტრიაში მოღვაწე ცნობილი ნეიროფსიქიატრის სოფო ნატრიაშვიალის მიერ.
ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა ნეიროფსიქიატრიის განვითარებას და ასევე ევროპულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთი მიმართულებით, როგორიცაა კლინიკური საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, ნეიროფსიქიატრიული პროექტების განვითარება და კადრების მომზადება.
ასოციაცია დაინტერესებულია, რათა მისი წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის ბავშვთა და მოზარდთა ნეიროფსიქიატრიული განვითარების საკითხების ფორმირებაში. იგი მიზნად ისახავს ექიმთა აქტიურ ჩაბმას ამ დარგში სხვადასხვა აქტივობების და პროექტების ორგანიზებაში.
ასოციაცია ხელს უწყობს ქვეყანაში მოსახლეობის ინფორმირებას და სოციალური პროექტების განხორციელებას სამედიცინოს ამ დარგში.
საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის ასოციაციის ამოცანებია: დარგის ხელშეწყობა, ექიმთა უფლებების დაცვა, ექიმთა პროფესიული სრულყოფის მხარდაჭერა, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ექიმთა დახმარება, სასწავლო, სამეცნიერო და პრაქტიკული ღონისძიებების ორგანიზაცია და წარმართვა, საკანონმდებლო ორგანოსთან მჭიდრო ურთიერთობა და ექიმთა ინტერესების ლობირება.
საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის ასოციაციას ფართო მიზნები აქვს და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და საქმიანობის სფერო ფსიქო-სოციალური და სოციოლოგიური კვლევების ჩატარება და ტრეინინგ მომსახურებაა. ასოცოციაცია ახორციელებს სხვადასხვა ტიპისა და მიმართულების აპრობირებულ ტრეინინგებს საზოგადოების მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.







გაწევრიანების ფორმა


სახელი*


გვარი*


პირადი #


მისამართი


სპეციალობა